კადრების მართვა დღევანდელ გამოწვევების დროს

კორონავირუსით გამოწვეული შედეგები კომპანიებს აყენებს ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორებიცაა: დისტანციურად მუშაობა, უსაფრთხოების დაცვა, კადრების ანაზღაურება და მართვა.
დისტანციურად მუშაობა მოიცავს და გულისხმობს სახლიდან მუშაობას სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, შესრულებული სამუშაოების და მიმდინარე პროექტების გაზიარება ხდება თანამშრომლებთან ინტერნეტის მეშვეობით. პოპულარული და მოთხოვნადი პლატფორმები რომლებიც გაგიმარტივებენ ამ პროცესს არიან: Zoom, Slack, Microsoft Teams, Skype, Google Meet, Google Drive, Google Calendar და ა.შ. თანამშრომლებთან შეთანხმებით და თქვენი სამუშაოს სპეციფიურობიდან გამომდინარე შეგიძლიათ აარჩიოთ შესაბამისი პლატფორმა და გააცნოთ ეს პლატფორმა თანამშრომლებს.
უსაფრთხოების დაცვა თავის მხრივ მოიცავს როგორც კიბერუსაფთხოებას, ასევე სამუშაო სივრცეს, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება დისტანციურად მუშაობა. ამ გამოწვევების საპასუხოდ უმჯობესია თუ შემდეგ ზომებს მიმართავთ:

  • მიაწოდეთ დისტანციურად მომუშავე კადრებს კიბერ უსაფრთხოებაზე მეტი ინფორმაცია, რათა არ გახდნენ ე.წ ინტერნეტ fishing-ის მსხვერპლები. თავი აარიდონ საეჭვო და უცნობი ლინკებისა და ფაილების გახსნას სახლის პირობებში სხვადასხვა ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებით. მიაწოდეთ თქვენ თანამშრომლებს მოცემული ვიდეო ბმულები, რითაც მოახდნენ ქსელისა და ელექტრონული ფოსტის დაცვას.
  • Securing WiFi network- უსაფთხო WiFi კავშირი
  • როგორ დავიცვათ გუგლის ექაუნთი?
  • თანამრომელთა რამდენიმე ჯგუფად დაყოფა და მუშაობის გაგრძელება, რათა აუცილებული იყოს დაინფიცირების და კარანტინის რისკი შემცირდეს მთლიან კადრებში. ეცადეთ რომ ყველა საკვანძო პოზიცია, სადაც სამუშაოს სრულყოფილი შესრულება კომპანიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რამდენიმე თანამშრომელზე გადანაწილდეს.
  
კადრების შესანარჩუნებლად საჭიროა მომდევნო 3 თვის სახელფასო ფულადი სახსრების აკუმულირება, რომელიც გაძნელებული საოპერაციო საქმიანობის პირობებში დაფარავს საჭირო დანახარჯებს. მიმდინარე სახელფასო დავალიანებების დასაფარად შესაძლებელია გამოიყენოთ მომავალში უსარგებლო და დაბალი ეკონომიკური სარგებლის მომტანი აქტივების გაყიდვა, ისარგებლოთ ბანკის კრედიტით. მიმდინარე ვალდებულებების დატვირთვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შევაფასოთ პოსტკრიზისული პერიოდის შემოსავლები, რადგან საჭირო იქნება გაზრდილი ვალდებულებების დაფარვა. აქტივის გაყიდვასა და სესხის აღებას შორის გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ საბრუნავი კაპიტალის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.